ნატო ალავიძე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. იგი პასუხისმგებელია ფაკულტეტის ხარისხიან ადმინისტრირებაზე და სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაზე.
ნატო ალავიძეს ამავდროულად არის სიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციიისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის AMEE (association medical education in Europe) – წევრი, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის საბჭოს წევრი და იმერეთის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრი და ა(ა)იპ „ექიმი და საზოგადოება“ დამფუძნებელი.



ელენე ზურაბიშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და კლინიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. იგი ასევე იკავებს ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის პოზიციას და აქტიურად არის ჩართული როგორც აკადემიურ, ისე კვლევით საქმიანობაში.

ეკატერინე ბენიაშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი
ანა ფირცხალია არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალისტი