დიმიტრი გეგენავა (ასოცირებული პროფესორი) 
სამართლის დოქტორი;
მიმართულება: საჯარო სამართალი;
დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი;
დიმიტრი გეგენავა არის სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, პროგრამული აკრედიტაციის საბჭოს წევრი. წლების განმავლობაში ეწევა პედაგოგიურ, პროფესიულ და კვლევით-სამეცნიერო საქმიანობას. არის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორი. აგრეთვე, საკონსტიტუციო სამართლის საერთაშორისო ასოციაციის (IACL), საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების (I-Con) და სამართლისა და რელიგიის კვლევების საერთაშორისო კონსორციუმის წევრი.
დიმიტრი გეგენავა არის 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანის, ასევე, რამდენიმე სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი და სემინარის მონაწილე, სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორი.