აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ ცოდნა, რომელსაც რეალურად გამოიყენებთ. თქვენი წარმატების გარანტი იქნება EEU-ს:
- თანამედროვე ევროპული სასწავლო პროგრამები
- მაღალკვალიფიციური პროფესურა
- ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა გრენობლის და სანდერლენდის უნივერისტეტებთან
- გაცვლითი პროგრამები ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან
- ხელმისაწვდომი სწავლის საფასური
- სტაჟირება პარტნიორ ორგანიზაციებში და დასაქმების ხელშეწყობა
- სტიპენდიები
- საინტერესო სტუდენტური ცხოვრება
- საუკეთესო ინფრასტრუქტურა
EEU ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ბიზნესისა და ინჟინერიის, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა, ჯანდაცვის ფაკულტეტებზე. თქვენ გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღოთ ორმაგი დიპლომი ბრიტანეთის და საფრანგეთის, კერძოდ, გრენობლის და სანდერლენდის უნივერსიტეტების დიპლომები, მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა საერთაშორისო, გაცვლით და სასერტიფიკატო პროგრამებში, სპეციალური სტაჟირების პროგრამები და სხვადასხვა აკადემიური აქტივობები კი დაგეხმარებათ პროფესიული უნარების განვითარებაში, რაც თქვენი დასაქმების აუცილებელი პირობა გახლავთ. ამაში EEU შეასრულებს მნიშვენლოვან როლს.
EEU–ში გელით მყუდრო, კეთილგანწყობილი გარემო, საუკეთესო ინფრასტრუქტურა, სხავადასხვა სახის ღონისძიებები, კონფერენციები, საინტერესო საუნივერსიტეტო და სტუდენტური პროექტები.
არ გაუშვათ შანსი მიიღოთ საუკეთესო განათლება და გქონდეთ წარმატებული პროფესიული კარიერა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მისია არის:
- სწავლებისა და კვლევის განუყოფლობა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვა;
- დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე, ქართულ და მსოფლიო კულტურულ ღირებულებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოებისთვის
- სტუდენტთა დასაქმებასა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სწავლება ცვალებადი საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.