გელა გრიგოლაშვილი (ასოცირებული პროფესორი) 
ეკონომიკის დოქტორი;
მიმართულება: ბიზნეს ადმინისტრირება.
გელა გრიგოლაშვილს აქვს მრავალწლიანი პროფესიული და პედაგოგიური გამოცდილება. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში იკავებდა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის, ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სამეცნიერო მდივნის თანამდებობებს. სხვადასხვა წლებში იყო დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
გელა გრიგოლაშვილი წლების განმავლობაში აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და ორი მონოგრაფიის ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის, სემინარის, ვორკშოპის მონაწილე და მომხსენებელი, საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული 4 გლობალური გამოცემის ქართული თარგმანის პროექტის მონაწილე/მკვლევარი.