ინგა ჟღენტი (ასოცირებული პროფესორი) 
ფილოლოგიის დოქტორი;
მიმართულება: ინგლისური ფილოლოგია;
სემუელ ბეკეტის ასოციაციის წევრი და ასოცირებული მკვლევარი
ინგა ჟღენტი არის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფემინა“ – ქალები მომავლისთვის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი, სემუელ ბეკეტის ასოციაციის წევრი და ასოცირებული მკვლევარი. ის წლებია ეწევა პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობას. არის დამოუკიდებელი თარჯიმანი და რედაქტორი, გასულ წლებში იყო ევროკავშირის პარტნიორთა მისიის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის ფონდის მთავარი რედაქტორი და მწერალი, ვოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტების მთავარი რედაქტორი და თარჯიმანი, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინგლისურენოვანი მასალების მწერალი და თარჯიმანი.
ინგა ჟღენტი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და პროექტებში. არის აშშ საელჩოს მიერ გამოცხადებული ფულბრაიტის მკვლევარების კონკურსის გამარჯვებული, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის მთარგმნელი (მათ შორის ერთერთი დასახელდა 2020 წლის 6 საუკეთესო თარგმანს შორის), რედაქტორი, რეცენზენტი, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი.