ლევან დარბაიძე (პროფესორი) 
სამართლის დოქტორი
მიმართულება კონსტიტუციური სამართალი
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
ლევან დარბაიძე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი, გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის (RJRN) წევრი. აქვს პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი და საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სამუშაო ჯგუფის წევრი.
ლევან დარბაიძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის, სემინარის, ვორკშოპის მონაწილე, 2 მონოგრაფიის და ათამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მოპოვებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო გრანტი. სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.