მაია შუხოშვილი (ასოცირებული პროფესორი) 
ფილოლოგიის დოქტორი;
მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები;
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი
მაია შუხოშვილი არის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი. ის წლების განმავლობაში ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას. სხვადასხვა წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სპეციალისტი, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. აქტიური მონაწილეობს პროფესიული განვითარების ადგილობრივ და საერთაშორისო პროგრამებში და პროექტებში, სადაც ძირითად მიმართულებას წარმოადგენს განათლების ხარისხის განვითარება. ასევე, მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო საგრანტო პროექტებში, მათ შორის ტემპუსის (TEMPUS-SMGR), საბერძნეთის განვითარების სამინისტროს, თსუ და საერთაშორისო კვლევების საბჭოს (IREX) ეგიდით განხორციელებულ პროექტებში.
მაია შუხოშვილი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის 10 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის, სემინარის, ვორკშოპის მონაწილე და მომხსენებელი; ახალგაზრდა მეცნიერებისთვის პრეზიდენტის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.