მარინა ბოკუჩავა-პფაუ (პროფესორი) 
ფილოლოგიის დოქტორი;
მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები;
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ტრენერი.
მარინა ბოკუჩავა-პფაუს აქვს მრავალწლიანი პროფესიული და პედაგოგიური გამოცდილება. ის არის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ტრენერი, ასევე, ექსპერტ-კონსულტანტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტში: პროფესიული განათლების განვითარება სამხრეთ კავკასიაში. გასულ წლებში ის იკავებდა ადმინისტრაციულ თანამდებობებს გერმანიის საერთაშორისო განვითარებისა და ხელოვნების ინსტიტუტში, ვაიმარის გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების მთავარ ბიუროსა და იენის უნივერსიტეტში.
მარინა ბოკუჩავა-პფაუ ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, არის 10-მდე საერთაშორისო სამეცნიერო გრანტისა და სტიპენდიის მფლობელი. არაერთი სამეცნიერო კონფერენციის, სემინარისა და ვროკშოპის მონაწილე.