
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფარმაციის ბაკალავრი/Bachelor of Pharmacy
სწავლის საფასური: 4000 დოლარის ექვივალენტი ლარში (ერთი წელი)
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნატო ალავიძე
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამის მიზანია:
- საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპეტენციის მქონე მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, შედეგზე ორიენტირებული სპეციალისტის მომზადება ფარმაციის დარგში, რომელთაც გათვითცნობიერებული აქვთ ფარმაცევტის როლი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკაში და რომელთა ძირითადი უნარ-ჩვევები ეფუძნება ბაზისური ფარმაცევტული დისციპლინების საფუძვლიან ცოდნასა და პრაქტიკული საქმიანობის ჰარმონიზაციას;
- სტუდენტებისათვის ძირითადი საერთაშორისო სამედიცინო-ფარმაცევტული სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიცემა და უნარ-ჩვევების შემუშავება;
- სტუდენტისათვის ფუნდამენტური და პროფილური საგნების ღრმა და საფუძვლიან შესწავლა და შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების უნარის ჩამოყალიბება.
ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ფარმაციული საქმიანობის განსახორციელებლად შეიძლება დასაქმდეს:
- ჯანმრთელობის დაცვის სამსახური;
- სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები (კლინიკა, ჰოსპიტალი და სხვ.);
- ფარმაცევტული დაწესებულებები (საკუთრების სხვადასხვა ფორმის – საწარმოში, ფარმაცევტულ ბაზებში, ღია და დახურული ტიპის აფთიაქებში);
- სახელმწიფო სტრუქტურები;
- სამედიცინო საქონლის და ქიმ.რეაქტივების მაღაზია;
- წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია;
- ტოქსიკოლოგიური ლაბორატორია და სასამართლო ქიმიური ექსპერტიზა; ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებების ლაბორატორია;
- სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, რომელთა საქმიანობას შეადგენს ბუნებრივი და სინთეზური ნაერთების შესწავლა, წამალთფორმების შემუშავება, სტანდარტიზაცია, ბიოფარმაცევტული და ფარმაკოკინეტიკური შესწავლა, მარკეტინგული კვლევის ჩატარება, აგრეთვე წამლით მოსახლეობის უზრუნველყოფის შესწავლა;
- ფარმაციის ბაკალავრს – უფლება აქვს დამოუკიდებლად იმუშაოს პროფილურ სასწავლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში, აფთიაქსა და სააფთიაქო ბაზაში პირველად თანამდებობებზე.
პროგრამის უპირატესობებია:
- უახლესი დასავლური სტანდარტებისა და ცვალებადი საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავებული სასწავლო პროგრამა, მაღალკვალიფიციური პროფესურა, ცნობილი მეცნიერები და პრაქტიკოსი სპეციალისტები;
- სტაჟირება და დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფა უნივერსიტეტის 70-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციაში, სახელმწიფო და კერძო სექტორში;
მიღების წინაპირობები:
საქართველოს მოქალაქეები ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე (უცხო ენა – ინგლისური) ასევე ინგლისური ენის ცოდნა უნდა დაადასტურონ უნივერსიტეტში ინგლისური ენის ჩაბარებით, ან წამოადგინონ ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ინგლისურ ენაში B2 დონის შესაბამისად.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჩარიცხვის განსხვავებული წესი, შიდა და გარე მობილობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.