საქართველოს ახალგაზრდული საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 9,10,11მაისს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა გაეროს მოდელირების კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა გასაუბრების შედეგად შერჩეული 50 ახალგაზრდა, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები და გაეღრმავებინათ ცოდნა. მოდელირებაზე წარმოდგენილი იყო 4 კომიტეტი, რომელთა განსახილველ თემებს წარმოადგენდა კიბერ-უსაფრთხოების საკითხები, სირია და ერაყი ,, ისლამური სახელმწიფო”, ტრანსგენდერთა უფლებების დაცვა, გლობალური დათბობა და მისი ნეგატიური შედეგები.
კონფერენციის დასკვნითი ცერემონიალი გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც თითოეული კომიტეტის სპიკერმა წარადგინა რეზოლუცია, გამოვლინდნენ საუკეთესო დელეგატები, რომლებსაც გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
გაეროს მოდელირების კონფერენციამ ჩაიარა ძალიან საინტერესოდ, ნაყოფიერად და წარმატებულად.