მიმდინარე წლის 14 აპრილს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემეორანდუმს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტსა (EEU) და რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტს (RTU) შორის. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობის მიღება გაცვლით პროგრამებში, ერთობლივი კვლევები, სიმპოზიუმები და კონფერენციები, EEU-ს სტუდენტების მონაწილეობის მიღება RTU-ს ზამთრისა და ზაფხულის სკოლებში.