
Coimbra Group-ის უნივერსიტეტების წევრი, ალექსანდრუ იოან კუზას სახელობის იაშის უნივერსიტეტი (რუმინეთი) აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალგაზრდა მკვლევრებისთვის 2025-2026 აკადემიური წლის განმავლობაში. აღნიშნული პროგრამა იძლევა მოკლევადიანი ვიზიტების (1-3 თვე) შესაძლებლობას და მიზნად ისახავს, დაეხმაროს მკვლევარებს საკუთარ უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევების განხორციელებაში და ხელი შეუწყოს მათ ევროპის მასშტაბით აკადემიური და კვლევითი კონტაქტების დამყარებაში.