flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

განათლების კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა ყოველწლიური ერთობლივი კონფერენცია და პროფესიული განვითარების დღე

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი  2025 წლის 25 იანვარს მართავს  კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა ყოველწლიურ ერთობლივ რიგით მეორე კონფერენციასა და პროფესიული განვითარების დღეს.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს  კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა პრაქტიკული და კვლევითი გამოცდილების ურთიერთგაზიარება, სამეცნიერო საქმიანობაში ერთობლივი ჩართულობის სტიმულირება,  განათლების სფეროში არსებული ძირითადი პრობლემატიკის იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის ინოვაციური გზების ძიება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

კონფერენცია ასევე  უმასპინძლებს  დასაქმების ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ვიწვევთ ყველას გაგვიზიაროს საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება და უახლესი კვლევები  განათლების აქტუალურ საკითხებზე;

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული;

რეგლამენტი: მოხსენება – 15 წთ;  კითხვა-პასუხი – 5 წთ.;

კონფერენციის ფორმატი:  პირისპირ

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს; მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ საკონფერენციო თემები წარმოადგინონ ერთობლივად (სტუდენტები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები) ან ინდივიდუალურად. კონფერენციის პირველ სესიას გახსნიან EEU-ს პარტნიორი ორგანიზაციებიდან მთავარი მომხსენებლები.

კონფერენციის საორიენტაციო თემატიკა  მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლეს განათლების თანამედროვე პრობლემები
  • განათლების ხარისხის მართვა
  • სწავლება-სწავლა
  • უწყვეტი განათლება
  • სხვა (თემატიკის ჩამონათვალი საორიენტაციოა და შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს მოხსენება განათლების ნებისმიერ სხვა აქტუალურ საკითხზე)
მთავარი მომხსენებლები (Key Speakers)
კონფერენციაში მონაწილეობის მოთხოვნები:
მნიშვნელოვანი თარიღები
მონაწილეთა დაჯილდოვება
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:
კონფერენციის პროგრამა
მთავარი მომხსენებლები (Key Speakers)

კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან ზოგადი განათლების მიმართულებით დარგის ექსპერტები და ამასთანავე,  კონფერენციას გახსნიან მთავარი მომხსენებლები:

ანჯელა სქოლანი – მიდლსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების პროგრამის ხელმძღვანელი.

როგორც ბავშვთა უფლებების დაცვის სპეციალისტი, ანჯელა ქმნის და ახორციელებს საერთაშორისო პროგრამებს ადრეული ბავშვობის, მდგრადი პედაგოგიკისა და პროფესიული განვითარების სფეროებში.

მან მონაწილეობა მიიღო ორ მნიშვნელოვან ევროპულ პროექტში: Erasmus+ SHARMED და Horizon 2020 CHILD-UP, რომლებიც მიზნად ისახავდა მიგრანტი და ლტოლვილი ბავშვების ინტეგრაციას.

დოქტორი სქოლანი არის უმაღლესი განათლების აკადემიის უფროსი წევრი და „ბავშვთა უფლებების ექსპერტი,“ რომელიც ჟენევის უნივერსიტეტში კვალიფიცირდა.

კონფერენციაში მონაწილეობის მოთხოვნები:

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:

  • წინასწარი რეგისტრაციის გავლა დამსწრის ან მომხსენებლის სტატუსით შემდეგ  ბმულზე: https://forms.gle/TSiSBUgE6RR2Yce87
  • ქართულ ენაზე შესრულებული მოხსენების (პრეზენტაცია, პოსტერი, ვიდეო-რგოლი და ა.შ.) წარმოდგენა ელექტრონულ მისამართზე: Education@eeu.edu.ge (სათაურის ველში კონფერენციის დასახელების მითითებით).

მნიშვნელოვანი თარიღები
  • წინასწარი რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადა – 2024 წლის 10 იანვარი;
  • პრეზენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა – 2025 წლის 15 იანვარი;
  • კონფერენციის ჩატარების პერიოდი – 2025 წლის 25 იანვარი;

შენიშვნა: განსაზღვრული ვადის დაგვიანებით წარმოდგენილი მოხსენება არ განიხილება!

მონაწილეთა დაჯილდოვება

კონფერენციის მონაწილეებს (დამსწრე/მომხსენებელი) გადაეცემათ სერტიფიკატები და მომხსენებლები დაჯილდოვდებიან სიმბოლური პრიზებით;

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:
  • ქეთევან აფთარაშვილი – EEU-ს ასოცირებული პროფესორი, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი (საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე)
  • ანი ყველაშვილი – EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
  • მარიამ ლიკლიკაძე – EEU-ს უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის უფროსი
  • ანა მაისურაძე – EEU-ს უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის კოორდინატორი
  • მარიამ ბუკია – EEU-ს განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი
კონფერენციის პროგრამა

კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე

გასულ წელს განხორციელებულ ყოველწლიურ კონფერენციას – ,,პროფესიული განვითარების დღე 2024” შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/profesiuli-dge/

ქ. თბილის ი. ენუქიძის ქ. 6, (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
032 2 48 01 41
education@eeu.edu.ge

EEU აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის უსდ-ს ავტორიზაციის იმიტირებული პროცესი გაიმართა!

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University