ქეთევან კიღურაძე-გოგილაშვილი (პროფესორი) 
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
მიმართულება: ჯანდაცვა
(თერაპიული სტომატოლოგია)
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის (GSA) პრეზიდენტი.
ქეთევან კიღურაძე-გოგილაშვილი არის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის (GSA) პრეზიდენტი, ასევე LCI (Lions Clubs International)-ის პრეზიდენტი, სტომატოლოგიის ცენტრ ,,ალბიუსის“ დამფუძნებელი და კლინიკური ხელმძღვანელი, სტომატოლოგიური ჟურნალი “GSAnews”-ის მთავარი რედაქტორი. მას აქვს პროფესიული და პედაგოგიური მოღვაწეობის არაერთწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. ის, ასევე არის სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI), ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის (ADA), პიერ ფოშარის სახელობის საერთაშორისო აკადემიის და სტომატოლოგთა საერთაშორისო აკადემიის წევრი, ფლობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიურ ხარისხს. მას აქვს სტაჟირება გავლილი სხვადასხვა ევროპის ქვეყნის დაწესებულებებში: ედინბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ცენტრი (შოტლანდია), ესენის საუნივერსიტეტო კლინიკა (გერმანია), ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი (ანკარა, თურქეთი), ბაშკენტის უნივერსიტეტი (ანკარა, თურქეთი) კარლსრუეს საუნივერსიტეტო კლინიკა (გერმანია), ტულუზის პოლ საბატიერის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), მარსელის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), პარიზის პარი 6 და პარი 8 უნივერსიტეტები (საფრანგეთი).
ქეთევან კიღურაძე-გოგილაშვილს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, ის ასევე არის 5 სახელმძღვანელოს და 1 მეთოდოლოგიური გაიდლაინის ავტორი. დაჯილდოვებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოქროს მედლით, “იგი არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციისა და კონგრესის აქტიური მონაწილე და მომხსენებელი, International Association of Lions Club”-ის, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”-ის საპატიო წევრი.