თენგიზ ზაალიშვილი (პროფესორი) 
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
მიმართულება: ჯანდაცვა (მეცნიერება/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი);
მოლეკულური ბიოლოგიისა და მოლეკულური ფიზიკის ინსტიტუტის ფუნქციური გენომიკის განყოფილების ხელმძღვანელი.
თენგიზ ზაალიშვილი არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის ფუნქციური გენომიკის განყოფილების ხელმძღვანელი, ასევე, საქართველოს ბიოქიმიური საზოგადოების წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი და უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე. ფლობს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიურ ხარისხს.მას აქვს მრავალწლიანი სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება.
თენგიზ ზაალიშვილი არის მრავალი სამეცნიერო კვლევისა და ნაშრომის ავტორი. იგი არჩეული იყო 2000 წლის ქიმიაში ნობელის პრემიის ლაურეატის გამოსავლენი შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის ნობელის კომიტეტის ექსპერტად.