ზურაბ ჩიჩუა (პროფესორი) 
მედიცინის დოქტორი
მიმართულება: ჯანდაცვა
(ქირურგიული სტომატოლოგია);
სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი.
ზურაბ ჩიჩიუა არის საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ალ. ალადაშვილის სახ. კლინიკური საავადმყოფოს ყბა-სახის ქირურგიისა და დენტალური იმპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე, მსოფლიოს პირის ღრუსა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაციის საბჭოს, ევროპის თავის ქალისა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაციის, ევროპის ექიმთა საზოგადოების დირექტორთა საბჭოს და ჟურნალ ,,ჯი-ეს-ეი-ნიუსის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. მას აქვს პროფესიული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის სხვადასხვა წლებში იყო ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის და წმიდა მიქაელის მრავალ პროფილური საავადმყოფოს ყბა–სახის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ფლობს მედიცინის დოქტორის აკადემიურ ხარისხს.
ზურაბ ჩიჩიუა აქტიურად ეწევა კვლევით საქმიანობას, მას მონაწილეობას აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და ვორკშოპში, გამოქვეყნებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი.