
დოქტორანტობის კანდიდატებმა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები და სურთ, სწავლა განაგრძონ ამავე უნივერსიტეტში, ხელშეკრულების გასაფორმებლად 8 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით უნდა მიმართონ EEU-ს ადმინისტრაციას (ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი: ოთახი 20) და წარმოადგინონ სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი.