გიორგი გახელაძე (ასოცირებული პროფესორი) 
მიმართულება: განათლების მეცნიერებები;
განათლების კვლევების და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
გიორგი გახელაძემ არის ასოციაციის „მშობლები განათლებისათვის“ დამფუძნებელი/გამგეობის წევრი. ის წლების განმავლობაში ეწევა პროფესიულ და პედაგოგიურ საქმიანობას. არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში განათლების კვლევების და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. მას აქვს ადმინისტრაციული და საექსპერტო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში იკავებს უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას, ასევე, გასულ წლებში – სხვადასხვა თანამდებობებს სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში, სსიპ-ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში, სსიპ-განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. არის ,,კრიტიკული აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოების“ და “საქართველოს სამოქალაქო განმანათლებლების ასოციაციის” დამფუძნებელი.
გიორგი გახელაძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის რამდენიმე მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორი და მთარგმნელი, 10-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, ვორკშოპის მონაწილე და მომხსენებელი; ეროვნული სასწავლო გეგმისა და განათლების რეფორმის სხვადასხვა დოკუმენტის თანაავტორი. არაერთ სამეცნიერო საგრანტო პროექტში განმახორციელებელი მკვლევარი. წლების მანძილზე იყო ჩართული პროფესიული განვითარების პროგრამებში, როგორც მონაწილე და ტრენერი, მათ შორის მასწავლებელთა და სკოლის ლიდერთა პროფესიული განვითარების პროგრამების მწვრთნელი საქართველოსა და უცხოეთში.