უნივერსიტეტი მოტივირებულია შექმნას და განავითაროს განათლების ხარისხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუდენტებისათვის.
მიზნები
▶ ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ცნობადობის, ნდობისა და რეპუტაციის ამაღლება და უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარება;
▶ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ღირებული ცოდნის შექმნა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და გარემოს უზრუნველყოფის გზით;
▶ კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია;
▶ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიმზიდველობის გაზრდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან უმაღლესი განათლების მიღების მსურველთათვის.
ჩვენი განვლილი გზა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცნობიერებს განათლების გლობალური ბაზრის მოთხოვნებს და საგანმანათლებლო პროგრამებში საერთაშორისო გამოცდილების გაძლიერების მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტი აქტიურად ახორციელებს ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის ინტეგრირებას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და უმაღლესი განათლების სფეროში ერთ-ერთ ლიდერ დაწესებულებად ჩამოყალიბებას.
საერთაშორისო პარტნიორები
▶ 31 ევროპული უნივერსიტეტი
▶ 7 აზიის უნივერსიტეტი
▶ 3 ამერიკული უნივერსიტეტი
▶ 1 აფრიკის უნივერსიტეტი
▶ ევროპული, აზიური და საერთაშორისო
. 15 ორგანიზაციის წევრი
საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაცია
▶ Erasmus + პროგრამის გრანტები 2015 წლიდან;
▶ სტუდენტების გაცვლა ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე 31 უნივერსიტეტთან;
▶ ორმაგი ხარისხის მიღების შესაძლებლობა იტალიის, პოლონეთისა და გერმანიის უნივერსიტეტებთან;
▶ პროგრამის განხორციელებაში ჩართული უცხოელი პროფესორები დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ისრაელიდან და ავსტრიიდან.
კვლევების ინტერნაციონალიზაცია
საერთაშორისო კონფერენციები, სემინარები, ვორქშოფები და ა.შ.
▶ საერთაშორისო კონფერენციაში, ვორკშოფსა და სემინარში 400-ზე მეტი მონაწილე
▶ საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება 20%-ით
კვლევითი პროექტები საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორი ორგანიზაციები
▶ აშშ-ს საელჩო საქართველოში
▶ ბრიტანეთის საბჭო
▶ ფრიდრიხ ებერტის ფონდი
▶ ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA)
▶ მაქს პლანკის ინსტიტუტი
▶ ლოძის უნივერსიტეტი
▶ ზილინას უნივერსიტეტი
▶ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) და სხვა
პერსონალის საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა და მხარდაჭერა
▶ საერთაშორისო და ინფაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში გამოქვეყნებული ნაშრომების მაჩვენებლების ზრდა
▶ მხარდაჭერა საერთაშორისო სამეცნიერო პორტალებზე – „Google Scholar”, „Orchid”
▶ საბონუსე სისტემა 2019 წლიდან
საერთაშორისო საბიბლიოთეკო რესურსი
▶ საბიბლიოთეკო სამეცნიერო საერთაშორისო ბაზებისა და მათი მოხმარების რაოდენობის ზრდა
▶ უცხოური სახელმძღვანელოები
საერთაშორისო სტუდენტები
▶ 5 ინგლისურენოვანი საგანანმანათლებლო პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებისთვის;
▶ საერთაშორისო სტუდენტები შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი, ინდოეთი, ნიგერია, შრი-ლანკა, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ბანგლადეში, ერაყი, ირანი, ყატარი, ლიბანი, პაკისტანი, სინგაპური, აშშ.