დავით ჩერქეზიშვილი (პროფესორი) 
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი;
მიმართულება: მენეჯმენტი
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი
დავით ჩერქეზიშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი და დამფუძნებელი/პარტნიორი, ასევე არის საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის (GILISC) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მას აქვს მენეჯმენტის სფეროში საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, მათ შორის განათლების ადმინისტრირების მიმართულებით. ის 2013-2021 წლებში იყო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, 2021-2025 წლებში იყო ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, სხვადასხვა წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეპარტამენტის უფროსი, ნ. ყიფშიძის სახელობის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე, რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი, ენერგეტიკის სექტორში სხვადასხვა რაიონული ცენტრის მენეჯერი. ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის და სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხებს.
დავით ჩერქეზიშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და ვარშავის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. ის აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, არის სამეცნიერო ჟურნალების: ,,The New Economist”(Georgia) და ,,Collection of Scientific Papers”სარედაქციო კოლეგიის წევრი, არის ერთი მონოგრაფიის, თხუთმეტამდე საერთაშორისო და ადგილობრივი პუბლიკაციის ავტორი, არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი და მოდერატორი, კვლევითი და სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზატორი. მის ძირითად კვლევით სფეროებს წარმოადგენს განათლების მენეჯმენტისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებები.


