აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა ალექსანდრუ იოან კუზას სახელობის იაშის უნივერსიტეტთან (რუმინეთი) თანამშრომლობით 2025 წელს გაიმარჯვა და მოიპოვა ერასმუსის გრანტი Erasmus+ მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამისთვის სტუდენტებისთვის.
პროგრამა ხორციელდება საქართველოსა და ევროპის (პროგრამის ქვეყნების) უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების ფარგლებში.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთი კვირის განმავლობაში დაესწრონ ინგლისურენოვან კურსებს ან მონაწილეობა მიიღონ შერეული ფორმატის ინტენსიურ პროგრამებში.
Erasmus+ სტიპენდია მოიცავს დღიურ ხარჯს ვიზიტის განმავლობაში და მგზავრობის დაფინანსებას.
დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://www.uaic.ro/en/


