ბიბლიოთეკა უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სახის პერსონალსა და სტუდენტებს თანამედროვე წიგნადი ფონდით, როგორც ელექტრონული სახის, ასევე ციფრულ მატარებლებზე არსებული რესურსებით.
საბიბლიოთეკო რესურსებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ელექტრონულ ბიბლიოთეკას, რომელიც მოიცავს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ლიტერატურას.
ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი აღრიცხულია ელექტრონულ კატალოგში. ბიბლიოთეკაში ამჟამად 15,000–ზე მეტი წიგნი და ციფრული მასალაა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს აქვს წვდომა 25-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო საბიბლიოთეკო ბაზებზე (იხ. ბმულზე).
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისთვის ხელმისაწვდომია MyLOFT-ის დისტანციური წვდომის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მიერ გამოწერილ სამეცნიერო მონაცემთა ბაზებზე, ელექტრონულ ჟურნალებსა და სხვა საინფორმაციო რესურსებზე წვდომას ნებისმიერი ადგილიდან.
EEU ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა:
ორშაბათი-პარასკევი – 10:00 საათიდან 20:30 საათამდე; შაბათი: 10:00 საათიდან 18:30 საათამდე
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი: გვანცა კობახიძე
სპეციალისტი: თამარ თავართქილაძე
სპეციალისტი: მარიამ გაბრიჭიძე
ინსტრუქციები/გზამკვლევები:


