გსურთ, ჩაერთოთ თქვენი ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვაში?
გსურთ, წვლილი შეიტანოთ თქვენი ფაკულტეტის განვითარებაში?
მაშინ გამოიყენეთ შესაძლებლობა და გახდით თქვენი ფაკულტეტის საბჭოს წევრი!
გამოცხადდა ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი 1 აკადემიური პერსონალის არჩევნები.
საბჭოს წევრის არჩევნების ორგანიზების მიზნით რექტორის ბრძანებით შექმნილია საარჩევნო კომისია. არჩევნების შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა
საბჭოს წევრი აკადემიური პერსონალის წევრების არჩევა:
საბჭოს წევრი აკადემიური პერსონალი შეიძლება გახდეს ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის ნებისმიერი პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი.
ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალი წევრები აირჩევიან ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საერთო კრებაზე ღია კენჭისყრით კრებაზე დასახელებული კანდიდატებიდან.
კანდიდატების დასახელება ხდება აკადემიური პერსონალის საერთო კრებაზე, აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს შეუძლიათ როგორც საკუთარი, ასევე სხვა კანდიდატურების დასახელება