შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პირველკურსელმა 3 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს და გაიაროს რეგისტრაცია (წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტები). რეგისტრაცია იწარმოებს ორ ეტაპად:
- I ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე (3-8 სექტემბერი);
- II ეტაპი: ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტების წარდგენა და ხელშეკრულების გაფორმება (11-12 სექტემბერი).
ორივე ეტაპზე რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა.
გაითვალისწინეთ, რომ ელექტრონული რეგისტრაციისთვის ასევე დაგჭირდებათ, რომ გაიაროთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა სრულად ან ნაწილობრივ).
სწავლის საფასურის გადახდა შეგიძლიათ ,,საქართველოს ბანკის”, “TBC” ან ,,პროკრედიტ” ბანკის ნებისმიერ ფილიალში და საფასურის გადახდის დროს აუცილებელია სწორად უნდა იყოს მითითებული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
– ,,საქართველოს ბანკის” რეკვიზიტები:
ს/კ: 400028849
ბანკის კოდი BAGAGE22;
მიმღების დასახელება: შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000697402200
– TBC ბანკის რეკვიზიტები:
ს/კ 400028849
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების დასახელება: შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
ანგარიშის ნომერი: GE39TB7999936020100002
– ,,პროკრედიტ ბანკის” რეკვიზიტები:
ს/კ: 400028849
ბანკის კოდი MIBGGE22
მიმღების დასახელება: შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE12PC0133600100068786


