flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

სასწავლო პროცესი

2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები
სტუდენტის სტატუსის მოპოვება საბაკალავრო პროგრამაზე
სტუდენის სტატუსის მოპოვება სამაგისტრო პროგრამაზე
სტუდენტის სტატუსის მოპოვება სადოქტორო საფეხურზე
ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია
სტუდენტის დატვირთვა და მისი მიღწევის შფასება
სტუდენტის სტატუსის შეჩერება
სტუდენტის სტატუსის აღდგენა
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა
დამატებითი სემესტრის გავლა
მობილობის უფლების მქონე პირი
მობილობის პროცესის ადმინისტრირება
შიდა მობილობა
მიღებული განათლების აღიარება
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება და კვალიფიკაციის მინიჭება
2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები
ბაკალავრიატი

შემოდგომის სემესტრი:

ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 აგვისტო – 3 სექტემბერი;

აკადემიური რეგისტრაცია – 5-10 სექტემბერი;

სააუდიტორიო მეცადინეობები – 12 სექტემბერი – 31 დეკემბერი;

სასესიო პერიოდი – 9 იანვარი – 28 იანვარი (ძირითადი გამოცდები); 30 იანვარი -12 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).

არდადეგები – 14 – 25 თებერვალი;

გაზაფხულის სემესტრი:

ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 16 იანვარი – 15 თებერვალი;

აკადემიური რეგისტრაცია – 16 -24 თებერვალი;

სააუდიტორიო მეცადინეობები – 27 თებერვალი – 17 ივნისი;

სასესიო პერიოდი – 19 ივნისი – 8 ივლისი (ძირითადი გამოცდები); 10 – 22 ივლისი (დამატებითი გამოცდები).

მაგისტრატურა

შემოდგომის სემესტრი:

ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 15 აგვისტო – 10 სექტემბერი;

აკადემიური რეგისტრაცია – 12 – 19 სექტემბერი;

სააუდიტორიო მეცადინეობები – 26 სექტემბერი – 21 იანვარი;

სასესიო პერიოდი – 23 იანვარი – 4 თებერვალი (ძირითადი გამოცდები); 6 – 18 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);

არდადეგები 2 – 7 იანვარი; 20 – 25 თებერვალი;

გაზაფხულის სემესტრი:

ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 23 იანვარი – 18 თებერვალი;

აკადემიური რეგისტრაცია – 20 -24 თებერვალი;

სააუდიტორიო მეცადინეობები – 27 თებერვალი – 17 ივნისი;

სასესიო პერიოდი – 19 ივნისი – 8 ივლისი (ძირითადი გამოცდები); 10 – 22 ივლისი (დამატებითი გამოცდები).

დოქტორანტურა

შემოდგომის სემესტრი:

ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 26 სექტემბერი – 3 ოქტომბერი;

აკადემიური რეგისტრაცია – 3-7 ოქტომბერი;

სააუდიტორიო მეცადინეობები – 10 ოქტომბერი – 4 თებერვალი;

სასესიო პერიოდი – 6 – 25 თებერვალი (ძირითადი გამოცდები); 27 თებერვალი – 4 მარტი (დამატებითი გამოცდები);

არდადეგები – 2-7 იანვარი;

გაზაფხულის სემესტრი:

ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 27 თებერვალი – 1 მარტი;

აკადემიური რეგისტრაცია – 3 – 6 მარტი;

სააუდიტორიო მეცადინეობები – 6 მარტი – 24 ივნისი;

სასესიო პერიოდი – 26 ივნისი – 15 ივლისი (ძირითადი გამოცდები); 17 – 26 ივლისი (დამატებითი გამოცდები).

განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი.

ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC, VTB და ,,საქართველოს ბანკის” ნებისმიერ ფილიალში, ასევე ფეიბოქსის აპარატებიდან (NOVA, TBC Pay),

იხილეთ რეკვიზიტები:

– ,,საქართველოს ბანკის” რეკვიზიტები:
ს/კ: 400028849
ბანკის კოდი BAGAGE22;
მიმღების დასახელება: შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000697402200

– TBC ბანკის რეკვიზიტები:
ს/კ 400028849
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების დასახელება: შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
ანგარიშის ნომერი: GE39TB7999936020100002

– VTB ბანკის რეკვიზიტები:
ს/კ 400028849
SWIFT: UGEBGE22
მიმღების დასახელება: შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
IBAN: GE19VT6600000088263608

გადახდის დროს აუცილებელია სწორად უნდა იყოს მითითებული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

სტუდენტის სტატუსის მოპოვება საბაკალავრო პროგრამაზე
  • საბაკალავრო საფეხურზე უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია განხორციელდეს, აგრეთვე, მობილობის წესით ჩარიცხვის გზით.
  • საბაკალავრო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა დაწესებულებაში ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. პროგრამის თავისებურების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტი უფლებამოსილია რექტორის აქტით დაადგინოს დამატებითი პირობები საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველისთვის (შესაბამისი ენობრივი კომპეტენციის დადასტურება და ა.შ.). რექტორის აქტით აქტით დადგენილი დამატებითი მოთხოვნები და პროცედურები წინ უნდა უსწრებდეს მინისტრის მიერ ბრძანების გამოცემას.
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გზით უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და რომელიც უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე. რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე სტუდენტთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
  • სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად უფლებამოსილი პირი ვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში მიმართოს და წარადგინოს უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები.
  • უნივერსიტეტში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არა უგვიანეს პირველი ოქტომბრისა და იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში.
  • ის პირი, რომელიც შესულია რანჟირების დოკუმენტში, მაგრამ ვერ მოხვდა ამ მუხლის 1.5.პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის ერთიან აქტში დადგენილ ვადაში დაწესებულებისათვის არმიმართვის გამო, უფლებამოსილია, მიმართოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ვალდებულია, პირის მიერ უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და გამოსცეს ბრძანება ჩარიცხვის შესახებ, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. რექტორის აქტი იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამოცემიდან 15 დღის ვადაში. ამ გზით პირის ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/ საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს, რომლებსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით.
სტუდენის სტატუსის მოპოვება სამაგისტრო პროგრამაზე
  • აკადემიური განათლების მეორე საფეხურზე – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა/გამოცდების ან დაშვების სხვა წინაპირობების (ცალკეულ პროგრამებზე დაშვების შესაბამისი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში) დაკმაყოფილების/წარმატებით გადალახვის შემთხვევაში. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვება, ასევე შესაძლებელია მობილობის გზით.
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამოცდების ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს უნივერსიტეტის რექტორის აქტით განსაზღვრული წესით დადადგენილ ვადაში. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე რექტორის აქტის ოფიციალურ ვებ – გვერდზე გამოქვეყნებიდან 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები.უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე რექტორის აქტს და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/ გამცდების შედეგებს აქვეყნებს მის ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საგამოცდო თემატიკა შესაბამისი სამაგისტრო გონივრული ვადით ადრე ქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე. სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ორგანიზების, სააპელაციო განცხადებების წარდგენის ვადები და სააპელაციო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება რექტორის აქტით.
  • თუ საგანმანათლებლო პროგრამით პროგრამაზე დაშვების წინაპირობად დადგენილია უცხო ენის განსაზღვრული დონე, შესაბამისი ენობრივი კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია როგორც შიდა საუნივერსიტეტო გამოცდით, ასევე შესაბამისი ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის წარმოდგენით, ან შესაბამისენოვან უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლით, რაც ათავისუფლებს სტუდენტს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარებისაგან.
  • უნივერსიტეტში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
  • იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის 2.4. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც 5 ოქტომბრამდე იგზავნება სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. რექტორის ერთიან აქტში მიეთითება მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საერთო სამაგისტრო გამოცდის საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. უნივერსიტეტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 7 ოქტომბრის ჩათვლით წარადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამის ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული
სტუდენტის სტატუსის მოპოვება სადოქტორო საფეხურზე
  • აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე – სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
  • სადოქტორო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხორციელდება შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული დაშვების წინაპირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
  • უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს მოეთხოვება პროგრამით გათვალისწინებული უცხო ენის არანაკლებ B 2 დონე, რაც უნდა დადასტურდეს საუნივერსიტეტო გამოცდით ან საერთაშორისო სერთიფიკატით უცხო ენაში, ასევე, თუ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს ნასწავლი აქვს უცხოენოვან პროგრამაზე საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
  • დოქტორანტურაში ჩარიცხვის    მსურველმა    განცხადებით    უნდა  მიმართოს უნივერსიტეტის   სადისერტაციო  საბჭოს  ნაშრომის  სავარაუდო  სათაურისა და სტრუქტურის მითითებით ასევე სამოტივაციო წერილით, რომელიც უნდა მოიცავდეს კვლევის საგანსა და საკითხის მნიშვნელობის დასაბუთებას.
  • სადოქტორო სკოლის კანდიდატები მოთხოვნილი დოკუმნეტაციის წარმოდგენის შემდეგ გაივლიან გასაუბრებას უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს დარგობრივ კომისიასთან.
  • წარმოდგენილი დოკუმნეტაციისა და გასაუბრების საფუძველზე დარგობრივი კომისიის შუამდგომლობით სადისერტაციო  საბჭო  იღებს  გადაწყვეტილებას  კანდიდატის სადოქტორო  სკოლაში  ჩარიცხვის   ან ჩარიცხვაზე  უარის თქმის შესახებ. სადისერტაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე  უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს  შესაბამის ბრძანებას.
  • სადოქტორო პროგრამებზე მისაღები დამატებითი მოთხოვნები და პროცედურები შესაძლოა განისაზღვრებოს/დაზუსტდეს უნივესრიტეტის სადოქტორო სკოლისა და სადისერტაციო საბჭოს დებულებითა და რექტორის აქტით.
ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია
  • სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლების მოპოვების მიზნით სტუდენტმა უნდა გაიაროს ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია ყოველის სემესტრის დაწყებამდე.
  • უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში.
  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულიხსმობს სტუდენტის მიერ სწავლების სემესტრული საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდას.
  • თუ სტუდენტი დადგენილ ვადებში ვერ იხდის სწავლის საფასურს, მისი ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია ინდივიდუალური გადახდის გრაფიკის შემუშავება.
  • თუ სტუდენტი ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში არ გადაიხდის სწავლის საფასურს ან დაარღვევს ადმინისტრაციასთან შეთანხმებულ ინდივიდუალური გადახდის გრაფიკს, დაეკისრება პირგასამტეხლო 20 ლარის ოდენობით და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავი გადასახდელი თანხის 0,05%-ის ოდენობით.
  • თუ სტუდენტს სრულად აქვს სწავლის საფასური გადახდილი, თუმცა არ გაიარა აკადემიური რეგისტრაცია, უფლება აქვს მოითხოვოს უნივერსიტეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხის მომდევნო სემესტრის სწავლის საფასურში ჩათვლა, რისთვისაც განცხადებით მიმართავს უნივერსიტეტს.
  • სტუდენტი უფლებამოსილია სწავლის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში მოითხოვოს სასწავლო ბარათში ცვლილების შეტანა (სასწავლო კურსის შეცვლა);
  • აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის მიერ ელექტრონული პორტალის საკუთარ გვერდზე შეთავაზებულ სასწავლო კურსებზე არჩევანის გაკეთებას ან ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ სტუდენტის სასწავლო ბაზაში სასწავლო კურსების დაფიქსირებას. აკადემიური რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება უნივერსიტეტის რექტორის აქტით. სტუნდენტს, რომელსაც არ აქვს გავლილი ადმინისტრაციული რეგისტრაცია არ აქვს  აკადემიური რეგისტრაციის გავლის უფლება.
  • უნივერსიტეტის ფაკულტეტები ვალდებულნი არიან სტუდენტებს სასწავლო კურსებზე შესაბამისი არჩევანის გაკეთების მიზნით, შესთავაზონ საგანმანათლებლო პროგრამიდან გამომდინარე სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გეგმა, რომელიც თავსდება შესაბამის ელექტრონულ პორტალზე და სტუდენტს აქვს მისი ხედვის საშუალება.
  • სტუდენტს სასწავლო გეგმა შეეთავაზება საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად, ხოლო თუ სტუდენტი საგანმანათლებლო პოროგრამაზე ჩარიცხულია მობილობის გზით ან მისი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე (აკადემიური ჩამორჩენა და ა.შ.), უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტი უზრუნველყოფს მისთვის ხელსაყრელი გეგმა- გრაფიკის შეთავაზებას, საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სასწავლო კურსების წინაპირობების გათვალისწინებით.
  • ერთი კრედიტის ღირებულება ანგარიშდება ფორმულით: საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულება გაყოფილი პროგრამის მოცულობაზე (მაგ. 2250 ლარი/60 კრედიტზე)
  • თუ სტუდენტი სარგებლობს  სახელმწიფო დაფინანსებით და მის ანგარიშზე სრულად ჩამოირიცხა სახელმწიფო გრანტი, ხოლო სტუდენტი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, აკადემიურ რეგისტრაციას გადის 30-ზე ნაკლებ კრედიტზე, სტუდენტს უნარჩუნდება გრანტის სახით მიღებული დარჩენილი კრედიტების რაოდენობის ღირებულება და შეუძლია მისი გამოყენება პროგრამით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის განმავლობაში.
სტუდენტის დატვირთვა და მისი მიღწევის შფასება
  • სტუდენტის საქმიანობა (სტუდენტის დატვირთვა) მოიცავს:

ა) ლექციაზე დასწრებას, სამუშაო ჯგუფში მუშაობას, პრაქტიკულ ან ლაბორატორიულ მეცადინეობას;

ბ) დამოუკიდებელ მეცადინეობას;

გ) სასწავლო, სამეცნიერო და საწარმოო პრაქტიკას;

დ) გამოცდების მომზადება-ჩაბარებას;

ე)სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომზე (საკურსო ნაშრომი, მოხსენება კონფერენციაზე, სამეცნიერო წერილი, საპატენტო განაცხადი, სადიპლომო, საბაკალავრო, სამაგისტრო ან დოქტორანტის სასემინარო ნაშრომი, ასევე სადოქტორო დისერტაცია) მუშაობას;

ვ) სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომის დაცვას და გამოსაქვეყნებლად მომზადებას.

  • სტუდენტთა საქმიანობის შესაფასებლად გამოიყენება კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტის მიერ ერთი საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, გამოხატულს დროის ერთეულში – საათებში. უნივერსიტეტში ერთი კრედიტი მოიცავს სტუდენტის სასწავლო საქმიანობას (სტუდენტის დატვირთვას) 25 ასტრონომიული საათის განმავლობაში.
  • სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.
  • უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტის წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 60 კრედიტს ან იყოს 60 კრედიტზე ნაკლები. დაუშვებელია სტუდენტის წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 75 კრედიტს. კრედიტის დამატების მოთხოვნით სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს რექტორს სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირის განმავლობაში.
  • კრედიტების განაწილება ხდება საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტს შორის (როგორიცაა მოდული, სასწავლო კურსი, პრაქტიკა, დისერტაცია და სხვ.). სასწავლო კურსი (საგანი) არის ერთსემესტრიანი (ერთტრიმესტრიანი).
  • კრედიტი ასახავს სამუშაოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ კომპონენტის დასასრულებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად.
  • კრედიტის მოპოვება შესაძლებელია სტუდენტის მიერ მხოლოდ შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.
  • სასწავლო კურსის სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ სტუდენტის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.
  • სტუდენტის მიღწევების შეფასება ხორციელდება შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების დაჯამების საფუძველზე და შესაბამისი სილაბუსით დადგენილი შეფარდებით ითვალისწინებს.

ა) შუალედურ შეფასებას (შუალედური გამოცდა/გამოცდები, პროექტი, პრეზენტაცია, რეფერატი და ა.შ. – მიმდინარე სემესტრულ შეფასებას);

ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

  • შუალედური და დასკვნითი გამოცდის ქულების რაოდენობა დგინდება შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსით. დაუშვებელია დასკვნითი გამოცდის 40 ქულაზე მეტითა და 30 ქულაზე ნაკლებით შეფასება.
  • შუალედური გამოცდის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში სტუდენტს აქვს აღადგენის უფლება.  არასაპატიო მიზეზით შუალედური გამოცდის გაცდენის შემთხვევაში, სტუდენტს შეუძლია მიმართოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მისი აღდგენის თხოვნით, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც სტუდენტს ეკისრება ვალდებულება გადაიხადოს არასაპატიო მიზეზით გაცდენილი შუალედური გამოცდის აღდგენის საფასური 50 ლარის ოდენობით.
  • დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება არანაკლებ 51 ქულისა.
  • დასკვნით გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად სტუდენტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური შეფასების 30%-ზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი შესაბამის კომპონენტში ფასდება 0 ქულით.
  • დასკვნითი გამოცდის ჩატარების სავალდებულო ფორმაა წერითი გამოცდა. სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი დამატებით შეიძლება ზეპირი გამოცდის კომპონენტსაც შეიცავდეს, ასეთ შემთხვევაში გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ თითოეულ კომპონენტში სტუდენტი მიიღებს ამ კომპონენტისათვის (წერა/ზეპირი) დადგენილ ქულათა არანაკლებ 30%-ს.
  • საუნივერსიტეტო შეფასების სისტემა ითვალისწინებს:
  • ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
    • ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
    • ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
    • კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
    • დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
    • საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%;
  • ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს

ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50%“ შეფასების მიღების შემთხვევაში, სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 10 დღისა.
  • საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსებით, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე დგინდება შუალედური შეფასების კომპონენტები და კრიტერიუმები, მათი ხვედრითი წილი შეფასების საერთო სისტემაში.
  • უნივერსიტეტში შუალედური და დასკვნითი გამოცდები ტარდება ცენტრალიზებული სისტემით,  „საგამოცდო ცენტრის დებულების “ თანახმად.
სტუდენტის სტატუსის შეჩერება
  • უნივერსიტეტის სტუდენტი უფლებამოსილია მიმართოს უნივერსიტეტს განცხადებით, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და მისი სასწავლო პროცესში მონაწილეობისგან და  სტუდენტის სხვა უფლება – მოვალეობებისგან დროებით განთავისუფლების თაობაზე.
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერება გულისხმობს უნივერსიტეტისა და სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან დროებით, სტატუსის შეჩერების ვადით, გათავისუფლებას. სტატუსის შეჩერების განმავლობაში ჩერდება უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის გაფორმებული საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულების მოქმედება.
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერების განმავლობაში მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვალდებულებები წარმოშობილია სტატუსის შეჩერებამდე (ფინანსური ვალდებულება უნივერსიტეტის წინაშე, უნივერსიტეტის მატერიალური ქონების ფლობა და ა.შ.)
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერება ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანების, ამ დებულებისა და უნივერსიტეტში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

ა) სტუდენტის პირადი განცხადება;

ბ) ადმინისტრაციული  რეგისტრაციის დადგენილ ვადაში გაუვლელობა;

გ) აკადემიური რეგისტრაციის დადგენილ ვადაში გაუვლელობა;

დ) სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც დასტურდება დოკუმენტურად;

ე) სტუდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე;

ვ) უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა (გარდა გაცვლითი პროგრამით პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად წასვლისა);

ზ)მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით  გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

  •  ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სტატუსის შეჩერების მოთხოვნით სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს ხუთი კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს სტატუსის შეჩერებისა და სწავლის საფასურის დაბრუნების ან მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერება ფორმდება უნივერსიტეტის რექტორის აქტით, რომელიც გამოცემიდან 1 დღის ვადაში აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სტუდენტს შეუწყდება სტატუსი.
სტუდენტის სტატუსის აღდგენა
  • გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში, რაც საფუძვლად დაედო სტუდენტის სტატუსის შეჩერებას, სტუდენტი უფლებამოსილია პირადი განცხადებით აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი (გარდა ადმინიტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში სტატუსის შეჩერებისა, ასეთ შემთხვევაში, სტუდენტი რომელიც არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტარციას ე.ი. არ გადაიხდის სწავლის დადგენილ საფასურს უჩერდება სტუდენტის სტატუსი უნივერსიტეტის მიერ, ხოლო აღნშნიშნული ფინანსური დავალიანების დაფარვის შემთხვევაში უნიევრსიტეტი სტატუს აღუდგენს სტუდენს მისი პირადი განცხადების გარეშე. სტატუსის აღდგენის  ნების გამოვლენად მიიჩნევა მისი მიერ დადგენილი სწავლის საფასურის უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა).
  • სტუდენტის შეჩერებული სტატუსის აღდგენა შესაძლებელია იმავე აკადემიური პროგრამის ფარგლებში, იმავე პირობებით;
  • სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში.
  • სტუდენტის შეჩერებული სტატუსის აღდგენის შესახებ გამოიცემა რექტორის ბრძანება და რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს სტატუსის აღდგენიდან ერთი დღის ვადაში რეესტრში შესაბამისი მონაცემების ასახვას.
  • სტატუსის აღდგენის შემთხვევაში სტუდენტს უნარჩუნდება სტატუსის შეჩერებამდე ათვისებული კრედიტები.
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის ვადაში სტატუსის აღუდგენლობა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) დაწესებულებისათვის ყალბი დოკუმენტის ან არასწორი ინფორმაციის წარდგენა, რომელმაც გავლენა იქონია ჩარიცხვის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაზე;

გ)   სტუდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, რაც გამორიცხავს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შესაძლებლობას;

დ)ეთიკის კოდექსით დადგენილი უხეში დარღვევა, რაც დასტურდება ამავე კოდექსით დადგენილი დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებით;

ე) მობილობის წესით სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა;

ვ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება.

ზ) სწავლების ხანგრძლივობის დამტებითი ვადის გასვლა პროგრამის დასრულების გარეშე-აკადმური ჩამორჩენა;

თ) გარდაცვალება ან კანონნმდებლობით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადება;

ი) პირადი განცხადება.

  • სტუდენტის სტატუსშეწყვეტილ პირს არ უბრუნდება სწავლის გადახდილი საფასური.
  • „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ.  გარდა  „ე“ „ვ“ და „ზ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბმისად.
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანების გამოცემისას, სტუდენტმა გონივრულ ვადაში უნდა მიიღოს უნივერსიტეტიდან თავის პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია. ბრძანება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რეესტრში აისახება გამოცემიდან 1 დღის ვადაში.
დამატებითი სემესტრის გავლა
  • სტუდენტს, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილ ვადებში ვერ ასრულებს პროგრამას და ვერ მოიპოვებს შესაბამის ხარისხს, უფლება აქვს მომდევნო ექვსი სემესტრის მანძილზე თვითდაფინანსებით განაგრძოს სწავლა.
  • დამატებით სემესტრში რეგისტრირებული სტუდენტის სწავლის საფასური განისაზღვრება მისი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, ასათვისებელი სასწავლო კურსების კრედიტების ღირებულების შესაბამისად.
  • დამატებით სემესტრში დარეგისტრირების მოთხოვნით, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს რექტორს რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.
მობილობის უფლების მქონე პირი
  • მობილობის უფლება აქვს პირს, რომლის დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისათვის არის დაწესებულების სტუდენტი.
  • მობილობის უფლება ასევე აქვს პირს, რომელმაც მოიპოვა სტუდენტის სტატუსი კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, ასევე პირს, რომელმაც წარმატებით დაძლია ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებულ რანჟირების დოკუმენტში მითითებულ დაწესებულებას ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართა, ვინაიდან დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება.
  • მობილობით სარგებლობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. უნივერსიტეტში შიდა მობილობით სარგებლობა შესაძლებელია სწავლების ერთი სემესტრის დასრულების შემდეგ.
  • მაგისტრატურის სტუდენტს მობილობისა და შიდა მობილობის უფლება წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.
  • სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
  • თუ დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშობა სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად.
  • მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში.
  • დაუშვებელია მობილობა პროფესიული განათლების პროგრამიდან აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
მობილობის პროცესის ადმინისტრირება
  • უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური რექტოსრის ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაციის საფუძველზე სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოფს მობილობის მსურველ პირთა ადგილების საამისოდ განსაზღვრული ფორმით რეგისტრაციას.
  • უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განისაზღვრება მობილობის მსურველის მიერ დაწესებულებაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა, ვადები, კრედიტების აღიარების კომისიის შემადგენლობა და საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის აუცილებელი წინაპირობები (საჭიროების შემთხვევაში), რაც გულისხმობს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დადგენას. წინაპირობები განისაზღვრება პროგრამის ხელმძღვანელის მიერ და წარედგინება შესაბამის ფაკულტეტს, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისთვის.
  • უნივერსიტეტი საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია მობილობის მსურველს გაუგზავნოს დასაბუთებული მოთხოვნა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის თაობაზე.
  • აღიარების კომისია ადგენს უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას, რისთვისაც ამოწმებს სტუდენტის მიერ გავლილი პროგრამის კომპონენტების შესაბამისობას დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან, სტუდენტის ჩარიცხვის კანონიერების საკითხს, გავლილი პროგრამის აღიარების შესაძლებლობის საკითხს, სტუდენტის მონაცემების შესაბამისობას მიმღები პროგრამის ჩარიცხვის წინაპირობებთან (არსებობის შემთხვევაში) და ამზადებს დასკვნას მობილობის მსურველის მიერ ათვისებული კრედიტების აღიარების თაობაზე.
  • კრედიტების აღიარება ფორმდება აღიარების კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით/დასკვნით, რომელშიც მიეთითება სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამასთან, ასევე აღიარებული კრედიტების რაოდენობა. აღიარებას ექვემდებარება დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს სტუდენტის მიერ გავლილი და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.
  • დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით. კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად.
  • უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა კვალიფიკაციის მინიჭება, არ შეიძლება აღიარებულ იქნეს სხვა საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის, გარდა დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისთვის აღიარებისა.
  • მობილობის მსურველი სტუდენტის თანხმობის საფუძველზე, ამ მუხლით დადგენილი პროცედურების დაცვით, უნივერსიტეტი შეიმუშავებს სამართლებრივი აქტის პროექტს სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის თაობაზე,   რასაც წარუდგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და დაურთავს მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად.
  • ბრძანების პროექტზე ცენტრის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა რექტორის ბრძანება სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ 1 ოქტომბრამდე შემოდგომის და 1 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში. ბრძანება გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში და სამი სამუშაო დღის ვადაში იგზავნება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
  • უნივერსიტეტიდან მობილობის გზით გადასულ სტუდენტს რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემდეგ უნივერსიტეტის რექტორის აქტით უწყდება სტუდენტის სტატუსი, ხოლო სტუდენტის მიმართვიდან 7 დღის ვადაში ვადაში გაიცემა სტუდენტის პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია, მოთხოვნისამებრ.
  • მობილობის მსურველი, რომელიც უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში არ მიმართავს განცხადებით მას ჩარიცხვის თაობაზე, კარგავს აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  • მობილობით სარგებლობის შემთხვევაში, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსია სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად ცენტრს წარედგინება 7 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 7 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში.
შიდა მობილობა
  • შიდა მობილობა გულისხმობს სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლას უნივერსიტეტის შიგნით აკადემიური განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში.
  • შიდა მობილობა შესაძლებელია პირველი სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ;
  • შიდა მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ, პროცედურა და ვადები მტკიცდება რექტორის ბრძანებით.
  • შიდა მობილობის მსურველი სტუდენტის განცხადების საფუძველზე განიხილება სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების თავსებადობის საკითხი და აღიარების კომისია ამავე წესით გათვალისწინებული კრედიტების აღიარების დებულებების დაცვით, შეიმუშავებს შესაბამის დასკვნას.
  • უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტი, სტუნდეტნთან შეთანხმებით, ადგენს მოცემული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გონივრულ ვადაში მისაღწევად საჭირო ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი თანახმაა სწავლა განაგრძოს შეთავაზებული პირობებით, შიდა მობილობა ფორმდება რექტორის  სამართლებრივი აქტით და მონაცემები  1 დღის ვადაში აისახება რეესტრში.
  • შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში აღიარების კომისია ვალდებულია შეამოწმოს სტუდენტის მონაცემების შესაბამისობა მიმღები საგანმანათლებლო პროგრამის ჩარიცხვის წინაპირობებთან.
  • სტუდენტის შიდა მობილობით სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანა ფორმდება რექტორის აქტით. შიდა მობილობის პროცესის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტი ვალდებულია 2 კვირის ვადაში ინფორმაცია მიაწოდოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
მიღებული განათლების აღიარება
  • პირის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების (კრედიტების) აღიარება ხორციელდება უნივერსიტეტის აღიარების კომისიის მიერ, მიღებული ცოდნის, უნარებისა და ფასეულობების საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადგენის გზით ამავე დებულების შესაბამისი პუნქტებისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოს მოთხოვნათა დაცვით.
  • უცხოეთში სწავლის პერიოდში (სამეცნიერო ნაშრომის დასრულებამდე) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შესრულებული კვლევითი კომპონენტების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტი.
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება და კვალიფიკაციის მინიჭება
  • სტუდენტის მიერ შესაბამისი საფეხურის კომპეტენციების გამომუშავების და საბაკალავრო/სამსგიტრო/სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის დაგროვების შემდეგ, სტუდენტს ენიჭება საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.
  • უნივერსიტეტის რექტორი ბრძანების გამოცემის გზით ქმნის საბაკლავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებისათვის კვალიფიკაციის მიმნიჭებელ კომისიას (შემდგომში-კომისია). დოქტორის აკადმიური ხარისხის მინიჭებას ახორცილებს უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭო და კვალიფიკაციის მინიჭების პროცედურები განისაზღვრება უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლისა და სადისტერტაციო საბჭოს დებულებით.
  • საბაკლავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებისათვის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი კომისიის შემადგნლეობაში შედიან:

ა)შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი;

ბ)სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;

გ)შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელი.

  • კომისიის შემადგენლობაში შესაძლებელია სხვა პირების მონაწილეობა, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყევტილებას იღებს უნივერსიტეტის რექტორი.
  • კომისია იკრიბება  შესაბამისი სემესტრის  დასრულების შემდეგ.
  • კომისია შეისწავლის თითოეული სტუდენტის  პირად საქმეს, მიღებულ შეფასებებს, დაადგენს დაძლეულ იქნა თუ არა სწავლის შედეგები.
  • კომისიის მუშოაბის ამსახველი ოქმი წარედგინენება უნივერსიტეტის რექტორს.
  • უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს ბრძანებას შესაბამისი სტუდენტისათვის დიპლომის გაცემის შესახებ.
  • უნივერსიტეტის რექტორის მიერ გამოცემული ბრძანების განუყოფელი ნაწილია კომისიის სხდომის ოქმი.
  • სტუდენტის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება შესაბამისი საფეხურის დიპლომით, რომელიც დამტკიცებულია რექტორის მიერ და შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.
  • დიპლომს დაერთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N149 ბრძანების შესაბამისად მომზადებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართის ფორმა.
  • კურსდამთავრებულს დიპლომი დანართთან ერთად გადაეცემა თუ დასტურდება რომ მას არ აქვს უნივერსიტეტის წინაშე ფინანსური და სხვა სახის ვალდებულება.
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ რექტორის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ხარისხის მიმნიჭებელი კომისია რექტორს წარუდგენს ოქმს სტუდენტთა მიერ შესაბამისი პროგრამის დასრულების შესახებ.“
  • რექტორი ოქმის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების მომზადებისა და გადაცემის შესახებ.
  • ფაკულტეტები
    • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
    • ბიზნესი და ინჟინერია
    • ჯანდაცვის მეცნიერებათა
  • პროგრამები
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • სადოქტორო პროგრამები
    • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
    • სასწავლო პროგრამების კატალოგი
  • უწყვეტი განათლება
  • მიღება
    • ბაკალავრიატი
    • მაგისტრატურა
    • დოქტორანტურა
    • სასერტიფიკატო
    • მობილობა
  • სემესტრული რეგისტრაცია
  • აკადემიური კალენდარი
  • გზამკვლევი

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University