აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) განვითარებაზე ორინეტირებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს სადოქტორო პროგრამების განხორციელების მეშვეობით თავისი წვლილი შეიტანოს მეცნიერების განვითარებაში.
დეკლარირებული მიზნის რეალიზებისათვის უნივერსიტეტში შეიქმნა სადოქტორო სკოლა და საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო. აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები უზრუნველყოფს დოქტორანტის სწავლებისა და კვლევის ადმინისტრირებას, მის მიერ დისერტაციის მომზადებაში მხარდაჭერას აკადემიური და მატერიალური რესურსით.
სადოქტორო სკოლა წარმოადგენს უნივერსიტეტის საგანმნათლებლო სტრუქტურულ ერთეულს, რომლის მიზანია სამეცნიერო კვლევის გზით, ახალი ცოდნის შექმნა და მკვლევართა ინტეგრაცია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და ამ კონტექსტში სადოქტორო პროგრამების განხორცილების თანმიმდევრული და ეფექტური ადმინისტრირება.
სადოქტორო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობენ უნივერსიტეტის პარტნიორი დამსაქმებლები, მათთან გაფორმებული მემორანდუმების საფძველზე.
სადოქტორო სკოლის ამოცანებია:
- უზრუნველყოს დაინტერესებული პირების ინფორმირება უნივერისტეტში არსებული სადოქტორო პროგრამების შინარსის, საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშევბის წინაპირობების, პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურების, სამეცნიერო ხელმძღვანელის შერჩევისა და მასთან თანამშრომლობის ფორმებისა და მეთოდების, დოქტორანტურაში სწავლების დაფინანსებისა, კვლევის ორგანიზების, დისერტაციის ფორმის, მოცულობისა და მისი მომზადების ეტაპების, შეფასებისა და დისერტაციის დაცვის შესახებ.
- გაუწუოს სრულფასოვანი მომსახურება დოქტორანსა და სადოქტორო პროგრამის განმაცორცილებელ აკადემიურ პერსონალს სწავლებისა და კვლევის სრულფასოვნად რეაზლიზებისათვის.
- უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურთან ერთად უზრუნველყოს ცოდნის სამკუთხედის – უნივერსიტეტს, კვლევასა და ბიზნეს შორის რეალური ეფექტური კავშრის კონცეფციის თანმიმდევრული შესრულება და სადოქტორო განათლების განვითრების ტენდენციების გამოკვეთა და მათი ხელშეწყობა.