შიდა მობილობა გულისხმობს სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლას აკადემიური განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში.
შიდა მობილობა სტუდენტს შეუძლია განახორციელოს იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ მიღების წინაპირობას.
ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებიც ჩაირიცხნენ 2020 და შემდგომ წლებში, ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრული სავალდებულო საგანი/საგნები და გადალახული უნდა ჰქონდეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებსაც საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩაბარებული აქვთ 2013-2019 წლებში, შიდა მობილობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.
შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტმა 16 სექტემბრიდან –19 სექტემბერის ჩათვლით უნდა გააკეთოს განაცხადი სტუდენტის პირადი ელექტრონული ბაზიდან: Stud.eeu-el.ge შემდეგ მთავარ მენიუში მონიშნეთ ,,მობილობა” და აირჩიეთ ის პროგრამა, რომელზეც გეგმავთ შიდა მობილობით გადასვლას.
შიდა მობილობით სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას სტუდენტის სწავლის საფასური განისაზღვრება მობილობით არჩეულ პროგრამაზე მისი ჩარიცხვის პერიოდისათვის დადგენილი ტარიფით.