
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) გადმოსვლის უფლება აქვს მხოლოდ იმ სტუდენტს, რომელმაც დადგენილ ვადაში – 29 იანვრიდან – 7 თებერვლის 18:00 საათამდე გაიარა რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ინსტრუქცია იხ. ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=Gs13GS1wJ8Q
ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) მობილობის შედეგები გამოცხადდება 12 თებერვალს, რის შემდეგაც მობილობის მსურველი პირი ვალდებულია, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადაში – 2025 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით – მიმართოს განცხადებით EEU–ს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს EEU-ს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.