აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა სტუდენტური სერვისების ცენტრის მიზანია უნივერსიტეტში „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის“ პრინციპის განხორციელება
დასახული მიზნის მისაღწევად უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრი:
- გეგმავს და ახორციელებს EEU-ს სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისა და პერსონალისთვის პროფესიული და პიროვნული საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამის გრძელვადიან ან მოკლევადიან ტრენინგებს/კურსებს;
- ორგანიზებას უწევს პროფესიული განვითარების მიმართულებით დისკუსიებს, თემატურ სემინარებს, კონფერენციებს, სამუშაო შეხვედრებსა და სხვა სახის აქტივობებს
- ზრუნავს სტუდენტზე ორიენტირებული მხარდამჭერი სერვისების მიწოდებაზე;
- ხელს უწყობს სტუდენტების შიდა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციას;
- ხელს უწყობს უნივერსიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დამატებითი კურიკულუმის გარეშე აქტივობების (სპორტული, ხელოვნების, შემეცნებითი…) წახალისებას;
- თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფონდებთან, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან ერთობლივი პროექტების მომზადების მიზნით;
- უნივერსიტეტში არსებული კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ფარგლებში აორგანიზებს აბიტურიენტებისათვის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ჩართვისათვის აუცილებელი ცოდნის შესაძენად შესაბამის მოსამზადებელ პროგრამებს
- ზრუნავს სკოლის მოსწავლეებში სწავლისადმი, მეცნიერებისადმი ინტერესის გაზრდაზე სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით და სხვა
რატომ უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრი?
- მრავალფეროვანი და მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამები (მოდულები, კურსები) და სტუდენტური სერვისები;
- პროფესიონალი ქართველი და უცხოელი ტრენერები, დარგის საერთაშორისო ექსპერტები;
- სასერტიფიკატო კურსები საუნივერსიტეტო დაფინანსებით;
- სწავლისათვის მოსახერხებელი დრო;
- ორენოვანი სერტიფიკატი;
0
სასერტიფიკატო კურსები
0
ტრენინგები
0
%
დადებითი გამოხმაურება