კახაბერ ლაზარაშვილი (ასოცირებული პროფესორი) 
მიმართულება: ჯანდაცვის მენეჯმენტი,
EEU-ს ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს თავჯდომარე.
კახაბერ ლაზარაშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს თავჯდომარე, დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეფო ასოციაციის წევრი FRSPH (UK), უმაღლესი განათლების აკადემიის (დიდი ბრიტანეთი) და ჯანდაცვის უნივერსიტეტების ბრიტანული ასოციაციის მეცნიერ-თანამშრომელი, გრინვიჩის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი, UCL- Institute of Education-ის მეცნიერ – თანამშრომელი, სსიპ-ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ჯანდაცვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი. Arden University, London- უფროსი ლექტორი (ჯანდაცვის მანეჯმენტი) და ხარისხის მართვის მოდულის ლიდერი, ბაკალავრისა და მაგისტრატურის სადისერტაციო/სამეცნიერო ნაშრომების ხარისხის მართვის ექსპერტი/ხელმძღვანელი. West London College of Business and Management Sciences-ის პროგრამის მენეჯერი, ასევე, იგი არის დიდი ბრიტანეთის უმაღლესი აკადემიის საპატიო წევრი Fellow of HEA. იგი ფლობს Queen Marry University of London“ -ის რეპროდუქციული მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ამჟამად ასრულებს სადოქტორო თემაზე მუშაობას UCL – ლონდონის უნივერსიტეტში განათლების მეცნიერებებში (ჯანდაცვის მიმართულებით).
კახაბერ ლაზარაშვილი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის, ვორკშოპის, სემინარის მომხსენებელი და პროფესიული განვითარების პროგრამების მონაწილე.