სასტუმრო ‘’ბილტმორ თბილისში’’ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და შპს ‘’ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრ ‘’ალბიუსს’’ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც მხარეთა ერთობლივი საქმიანობის შედეგად თანამედროვე სასწავლო პროგრამებისა და საერთაშორისო სტანდარტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული სტომატოლოგიური სკოლის შექმნას ისახვას მიზნათ.
‘’EEU სტომატოლოგიურ სკოლა – ალბიუსში’’ სტომატოლოგიის მიმართულებით განხორციელდება კლინიკური დისციპლინების სწავლება, კადრების უწყვეტი პროფესიული განვითარება, სამედიცინო კვლევები, აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისება და ყველა სხვა ამოცანა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და საქართველოში აღიარებული საერთაშორისო სტანდარტებით.
ხელშეკრულებას ხელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და კლინიკა ‘’ალბიუსის’’ დამფუძნებელმა ქეთი გოგილაშვილმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და შპს ‘’ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის’’ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.