აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, 11 მაისს, 18:00 საათზე, 26-ე აუდიტორიაში იუსტიციის
უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება!
⚖️ იუსტიციის უმაღლესი სკოლა სამართლის აქტუალურ საკითხებზე კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ატარებს და შემდეგ პროგრამებს გთავაზობთ:
✔️ საპროცესო დოკუმენტების შედგენა და სასამართლოში წარმომადგენლობა;
✔️ სასამართლოს მოხელეთა მოსამზადებელი კურსი;
✔️ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი.
სწავლებას მოქმედი მოსამართლეები და მაღალკვალიფიციური ექსპერტები უზრუნველყოფენ.
დაესწარით შეხვედრას და გაეცანით დეტალურ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობასა და სასწავლო პროგრამების შესახებ!