აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გერმანელი პროფესორის, მარიო რადომსკის, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: ,,ცვლილებათა მენეჯმენტი’’!
პროფესორი მარიო რადომსკი EEU-ს სტუდენტებს შეხვდა და ცვლილებათა მართვის კონცეფციებზე ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება ცვლილებათა პროცესების სტრატეგიულ მენეჯმენტში ჩართვა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ცვლილებების არასწორმა პროცესმა ორგანიზაციების ატმოსფეროზე და როგორ შეიძლება შევარჩიოთ ცვლილებების სწორი ინსტრუმენტები.
პროფესორი EEU-ს მომავალშიც ეწვევა და სტუდენტებს არაერთ საინტერესო საკითხს გააცნობს.