არცერთი წაგებული თამაშით EEU-ს ფუტსალის გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდა!
გუნდის თითოეულ წევრსა და გუნდის მწვრთნელებს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის წარმომადგენლებმა სამახსოვრო მედლები გადასცეს და გამარჯვება მიულოცეს!
,,საქართველოს სტუდენტური ლიგა – ფუტსალი 2017”-ის პირველ ლიგაში II და III ადგილები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ერგოთ.
‘’საქართველოს სტუდენტური ლიგა – ფუტსალი 2017’’ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის გათამაშების ფარგლებში ტარდება.
EEU-ს ფუტსალის გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშს სექტემბრიდან განაგრძობს.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გუნდის წევრებსა და გუნდის მწვრთნელებს ულოცავს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს!