ERASMUS+ -ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის 29 ივნისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს ეწვია ავსტრიის (ლინცი) განათლების უნივერსიტეტის (PÄDAGOGISCHE HOCHSCHULE OÖ) პროფესორი იან ბოემი.
პროფესორმა იან ბოემმა წაიკითხა საჯარო ლექციები თემაზე: “შედარებითი (კომპარატივისტული) განათლება”! ლექციებს EEU-სა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ. მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო შედარებების მიღწევებს განათლებისა და პედაგოგიკის სფეროში, პროფესორმა იან ბოემმა მიმოიხილა საერთაშორისო განათლების განვითარებისა და განათლების ტენდენციბი.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პროფესორი იან ბოემი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს მომავალშიც ეწვევა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციებს არაერთ საინტერესო თემაზე გამართავს.