საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფონდი ”ღია საზოგადოება საქართველოს” პროექტის
ფარგლებში, ორგანიზაცია ”მუხლი პირველის” მიერ კონკურსში მონაწილე გუნდების დაჯილდოვება გაიმართა.
📜 EEU-ს გუნდი სტუდენტური გუნდების კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა და II ადგილი მოიპოვა!
პროექტის ”იმიტირებული საპარლამენტო კომიტეტის სხდომების” ნომინაციის გამარჯვებული – “საუკეთესო კაპიტანი” აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი, გიორგი ტარიელაშვილი გახდა. მონაწილეებს დაჯილდოვების ცერემონიალზე სერტიფიკატები გადაეცათ.
პირველი ადგილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ერგოთ.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სახელით დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდა და გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ პროფესორმა ზუხრა მაცაბერიძემ.
ვულოცავთ EEU-ს გუნდს – გიორგი ტარიელაშვილს, ანი ჭოლოკავას, გიორგი ჩუგუაშვილს, ჯუნა სტეფნაძესა და მათ მწვრთნელს, ანა ნაკაშიძეს, მეორე ადგილის მოპოვებას და მომავალ წარმატებას ვუსურვებთ!