აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში “ჭკვიანი ლაბორატორია” მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი უნივერსიტეტში აგრობიზნესის სისტემური მართვის საკითხებზე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებისა და აგრობიზნესის მიმართულებით სადისერტაციო ნაშრომების ეფექტიანად მომზადებისთვის აქსელერატორის, ე.წ ,,ჭკვიანი ლაბორატორიის” მოწყობას გულისხმობს.
მემორანდუმი მიმართული იქნება ერთობლივი პროექტების განხორციელების, სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და ცენტრის წარმატებული საქმიანობის უზრუნველყოფისკენ.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველვითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ შეხვედრისას აღნიშნეს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ახალგაზრდა კადრების ნაკლებობაა, ამიტომაც საგანმანათლებლო სფეროს სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობა, ორივე მხარისთვის და ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.