აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს “მედისონ ჰოლდინგისა” და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ წარმოადგინეს საქართველოს კლინიკების პრეზენტაცია და დამსწრე აუდიტორიას გააცნეს სპეციალური შეთავაზებები სამედიცინო სადაზღვევო პაკეტებისა და პირობების შესახებ.
შეხვედრას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი დაესწრო და პრეზენტაციის შემდგომ მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.