მიმდინარე წლის 24 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები საქართველოს პარლამენტში დიდი ბრიტანეთის ელჩს ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს ბრიტანეთ-საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო და სტრატეგიულ ურთიერთობებზე. სტუდენტების მხრიდან გაისმა საინტერესო და განსხვავებული შეკითხვები, რომლებიც შეეხებოდა ბრექსიტის პოლიტიკას, ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობასა და საქართველო-ბრიტანეთის პარტნიორობას ბრექსიტის შემდგომ. დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტულია სტუდენტებთან ურთიერთობა და კმაყოფილება გამოთქვა ძალიან სასიამოვნო შეხვედრით.
სტუდენტების შეხვედრების ციკლს სხვადასხვა ქყვეყნის ელჩებთან სისტემატური სახე მიეცემა.