აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები შუა საუკუნეების ისტორიის სასწავლო კურსის ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ. სტუდენტებმა დაათვალიერეს როგორც მიმდინარე გამოფენა ,,ილიას წერილები’’, ასევე მუნდმივმოქმედი გამოფენა ,,ქართული ხელნაწერი’’, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი ექსპოზიციაა. სტუდენტებმა დაათვალიერეს განსახვავებული თემატიკის ხელნაწერები: ბიბლიური წიგნები, ასტროლოგია, ფილოსოფა, საერო ლიტერატურა და გამოფენის ექსპონატები: მეფე თამარის მიერ საგანგებოდ დაკვეთილი სახარება, მოქვის ოთხთავი და მეფეების სოლომონ I-ისა და გიორგი XII-ის ავტოგრაფები და სხვა საარქივო დოკუმენტების ორიგინალები.