აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და კლაიპედას უნივერსიტეტს (ლიტვა) შორის თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი პროგრამების დანერგვა-განხორციელებასა და არსებული პროგრამების განვითარების მიზნით მჭიდრო თანამშრომლობას. აგრეთვე, სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებით, როგორიცაა საგრანტო კონკურსები, კონფერენციები, ვორკშოპები, სემინარები, სეზონური სკოლები და სხვადასხვა სტუდენტური და საერთაშორისო პროექტები, მონაწილეობასა და ერთობლივი პროექტების შემუშავებას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, მემორანდუმს ხელი მოაწერეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და კლაიპედას უნივერსიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კლაიპედას უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა რემიგიუს ქინდერისმა.