2018 წლის 20, 21 და 23 მარტს სამოქალაქო განათლების ცენტრმა (Civic Education Centre) აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა ტრეინინგი თემაზე „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და საქართველო“.
3-დღიანი ტრეინინგის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ საერთაშორისო სისხლის სამართლის ისტორიული განვითარების ეტაპებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნამდე, 1998 წლის 17 ივლისის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტრუქტურას და მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ დანაშაულებს. ტრეინინგს ფარგლებში ასევე განხილულ იქნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს სიტუაციის გარშემო მიმდინარე გამოძიება.
ტრენინგის მონაწილეებს Civic Education Centre–ის სერტიფიკატები გადაეცათ.