აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის ორგანიზებით 2018 წლის 21 აპრილს ჩატარდა შიდა საუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია:
’’ევროინტეგრაციის აქტუალური საკითხები!’’
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და წარმატებები უსურვა. კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო დარგში, პროფესორმა შალვა მაჭავარიანმა.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ფაკულტეტების ხელმძღვანელები, აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები. კონფერენციაზე მოხსენებები სამართლის, განათლების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა წარმოადგინეს.
კონფერენციის მუშაობა წარიმართა შემდეგ სექციებში:
კონფერენციაზე მუშაობა წარიმართა სამ სექციად – სამართლის, განათლებისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით.
სექცია: ’’სამართალი’’
მოდერატორი – შალვა კვინიხიძე, პროფესორი
სექცია: ’’ განათლება და საერთაშორისო ურთიერთობები’’
მოდერატორი – თამარ ზაალიშვილი, ასოცირებული პროფესორი
სექცია: ’’ბიზნესი და ეკონომიკა’’
მოდერატორი – გელა გრიგოლაშვილი, ასოცირებული პროფესორი
კონფერენციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია, მოდერატოების მიერ შეფასდა სექციებში მუშაობა და კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.
სექციების მიხედვით გამოვლინდა კონფერენციის საუკეთესო ნაშრომები:
სამართალი – თამარ მსხვილიძე (დოქტორანტი)
განათლება და საერთაშორისო ურთიერთობები – ეკატერინე ბენიაშვილი (მაგისტრანტი)
ბიზნესი და ეკონომიკა – თინათინ მამესწარაშვილი (დოქტორანტი)
საუკეთესო ნაშრომების ავტორებს გადაეცათ პრიზები (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ნაშრომთა კრებული, 2018). ასევე, საუკეთესო ნაშრომების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ და მოხსენებებით წარდგებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით ბაკურიანში 26 მაისს დაგეგმილ სამეცნიერო კონფერენციაზე.
კონფერენციის კრებული:
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის კრებული იხ. ბმულზე: https://goo.gl/zP5zHN