დაცვაზე მოწვეული იყვნენ ავსტრიის განათლების უნივერსიტეტის პროფესორი, EEU-ს მოწვეული ლექტორი იან ბოემი და განათლების მიმართულების ექსპერტები, უნივერსიტეტის პროფესურა, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, განათლებისა და კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები და სხვა დაინტერესებული პირი.
სხვადასხვა მიმდინარე აქტუალურ საკითხზე სამაგისტრო ნაშრომები წარმოადგინეს და წარმატებით დაიცვეს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტებმა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო დარგში, პროფესორმა შალვა მაჭავარიანმა, ასოცირებულმა პროფესორმა შალვა ტაბატაძემ და EEU-ს მოწვეულმა ლექტორმა გიორგი გახელაძემ მიულოცეს მაგისტრანტებს კურსის დამთავრება, უსურვეს მომავალი პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა!