აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის ორგანიზებით 2018 წლის 7 ივნისს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ჩატარდა პროფესორ თემურ მაინურაძის სემინარი თემაზე: ’’ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით’’.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა ისაუბრა საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ელექტრონული რესურსების როლს ამ პროცესში. მან ასევე სტუდენტებს გააცნო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ’’საქპატენტი’’- ის საავტორო უფლებების დაცვის ერთ-ერთი აპრობირებული მექანიზმი და ისაუბრა მისი გამოყენების დადებით მხარეებზე.
სემინარს ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი და ვიცე-რექტორი.