აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პერსონალსა და სტუდენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ახალ საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ბაზებზე წვდომის უფლებით. საერთაშორისო ელექტრონული საბიბლიოთეკო ბაზები მოიცავს საინტერესო რესურსებს (სტატიები, წიგნები, ვიდეო და აუდიო მასალები და ა.შ.), ყველა დარგში: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და ეკონომიკა, იურიდიული, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, განათლება, ინჟინერია, ჯანდაცვა და სხვა მიმართულებები.
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენელმა EEU-ში განახლებული საერთაშორისო ელექტრონული ბაზების სარგებლობასთან დაკავშირებით პრეზენტაცია ჩაატარა.
საერთაშორისო ელექტრონული საბიბლიოთეკო ბაზების ჩამონათვალი და ინსტრუქცია იხ. ბმულზე