🕌სასწავლო წლის დასასრულს უნივერსიტეტმა საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25-წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოების გამოფენა, რომელზეც ასახულია ინდოეთის პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრებისა და “ბოლივუდის” ვარსკვლავების ვიზიტები საქართველოში, ინდური ცეკვის ანსამბლი “ლაქშმის” ახალ საკონცერტო ნომრები, მოეწყო ინდური იეროგლიფებით ხელისა და სახის მოხატვა და ინდური სამზარეულოს დეგუსტაცია.
ღონისძიების ორგანიზატორები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს საელჩო ინდოეთში, საქართველო-ინდოეთის კულტურულ და მეცნიერულ ურთიერთობათა პალატა, ინდური რესტორანი “Taste of India” და საწარმოო კომპანია “ჯეოსთილი” გახლდათ.