საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის ’’წიგნის თარგმნის პროგრამა 2018–ის’’ ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ერთობლივმა პროექტმა დაფინანსება მოიპოვა!
პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი შალვა მაჭავარიანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო დაგრში.
თანახელმძღვანელი: ნათია ჭიღვარია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი.
კოორდინატორი: თათია ღერკენაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კვლევითი გრანტების კოორდინატორი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მენეჯერი.
გამოცემის შესახებ:
Edition, ISBN 0134741064)
ავტორები: Lee J. Krajewski, Manoj Malhotra and Larry P. Ritzman
გამომცემელი: Pearson Education, Inc.
გამოცემის თარიღი: 2018 წლის 4 იანვარი
გვერდების რაოდენობა: 787
წიგნი ’’ოპერაციული მენეჯმენტი: პროცესები და მიწოდების ჯაჭვი’’ დიდი მოთხოვნით სარგებლობს აშშ-ის, კანადის, ავსტრალიისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.
სახელმძღვანელოში განხილული თემები მნიშვნელოვანია ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის აკადემიური პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის, მოქმედი სპეციალისტების, კერძო და საჯარო სექტორში არსებულ კომპანიებსა და სტრუქტურებში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირებისთვის.
პროექტის განხორციელების ვადები და დამატებითი ინფორმაცია გამოცემის შესახებ:
თარგმანის გამოცემა განხორციელდება 2019 წლის დასაწყისში.
სამეცნიერო რედაქტორი – პროფესორი შალვა მაჭავარიანი
გამოცემის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. დანართი