აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას რიგგარეშე მობილობით 2018–2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის. რიგგარეშე მობილობით სარგებლობის უფლების მქონე პირებზე ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://eqe.ge/geo/static/713/Service/
EEU აცხადებს საბუთების მიღებას საბაკალავრო პროგრამებზე:
საბაკალავრო პროგრამები:
ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი) – 45 ვაკანსია
ინგლისური ფილოლოგია – 30 ვაკანსია
საერთაშორისო ურთიერთობები – 20 ვაკანსია
სამართალი – 35 ვაკანსია
სამაგისტრო პროგრამები:
სამართალი – 10 ვაკანსია
ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) – 10 ვაკანსია
აგრობიზნესის მენეჯმენტი – 10 ვაკანსია
დოკუმენტაციის მიღების ვადები:
- დოკუმენტაციის მიღება- 17 – 22 ოქტომბერი;
- უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება– 22-23 ოქტომბერი;
- აღიარებული კრედიტების სტუდენტთათვის გაცნობა – 24 ოქტომბერი;
- ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და ცენტრში წარდგენა – 29 ოქტომბერი;
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
- განცხადება EEU-ს რექტორის სახელზე (განცხადების ფორმა ივსება საბუთების ჩაბარებისას ფაკულტეტზე);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (2005-2010 წლებში ჩარიცხულთათვის);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინგლისური ენის (B2 დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის/დოკუმენტის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
საბუთები მიიღება: 10:00 სთ–დან – 18:00 სთ–მდე, EEU–ს ადმინისტრაციაში, ოთახი 19
საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისი, შატილის ქ. #4.
577 50 53 54; 032 248 01 18