აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა 2018 წლის 11-14 სექტემბერს შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში ჩატარებულ საერთაშორისო ორგანიზაციის European Association for International Education (EAIE) განათლების გამოფენა-კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ევროპის უდიდესი საერთაშორისო განათლების ევროპის ასოციაციის ყოველწლიური გამოფენა და კონფერენცია ოცდამეათე წელია სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში იმართება. გამოფენას 230 მონაწილე ჰყავდა და მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ჰონკონგი, თურქეთი და არაერთი ევროპული ქვეყანა.
ჟენევაში გამართულ გამოფენა-კონფერენციაზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს მიეცა შესაძლებლობა კონტაქტების დამყარების, გამოცდილების გაცვლისა და ახალი პარტნიორების მოძიების. კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო როგორც წამყვანი უნივერსიტეტების მხრიდან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უფრო ახლოს გაცნობის, ასევე გამოცდილების გაზიარებისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობების კუთხით.